ბიოლოგიური დანადგარის ღირსება
- შემოთავაზებული გამწმენდი დანადგარი შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი წარმოების ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდისათვის;;
- პირველად არის გამოყენებული შემვსებად ბუნებრივი მინერალი, რომელიც გამოირჩება ფორიანობით, მექანიკური სიმტკიცით, იძლევა საშუალებას გამოყენებულ იქნეს მრავალი ათეული წლის მანძილზე, იგი ინერტულია, მოიპოვება საქართველოში;;
- გაწმენდის მაღალი ეფექტურობა (92_95%);
- ჩამდინარე წყლების გაწმენდის შემოთავაზებული ბიოლოგიური მეთოდი ხასიათდება მცირე საექსპლოატაციო ხარჯებით, აღჭურვილობის და მომსახურების სიმარტივით, გაწმენდის საიმედობით, რაც განპირობებულია გახსნილი ორგანული ნივთიერებების პრაქტიკულად სრულად დაშლით, გარემოსათვის უვნებელი ნარჩენების მიღებით;
- გახსნილი დამაბინძურებელი ნივთიერებებისაგან თავისუფალი წყლის მიღება, წყლის ხარისხის დაყვანა იმ მაჩვენებლამდე, რომელიც საშუალებას მოგვცემს
ჩაშვებულ იქნას ბუნებრივ წყალსატევში;- ბიოლოგიური მეთოდის გამოყენებით შეიძლება წყლის გაწმენდა ნავთობის და ნავთოპროდუქტებისაგან და უნარჩენო პროდუქტების შექმნის შესაძლებლობა: გაწმენდის პროცესში წარმოიქმნება ბიომასის დიდი რაოდენობა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მეცხოველეობის სხვადასხვა დარგში როგორც იაფი ღირებულების ცილა
გამოიყოფა აგრეთვე დიდი რაოდენობით საწვავი აირი _ მეთანი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც სითბოს იაფი წყარო და ტრანსპორტისათვის საწვავად ბენზინის ნაცვლად.
- პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან თავისუფალი წყლის მიღება;
- ბიოლოგიური გაწმენდის მოცემული მეთოდის გამოყენება წინასწარ გამწმენდად, მაგალითად მდინარის წყლის, შემდგომ წყლის ჩვეულებრივ ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების დამუშავებით მიიღება სრულფასოვანი სასმელი წყალი, რომელიც უპასუხებს ჰიგიენური მოთხოვნების ყველა სტანდარტებს;
- იგი საშუალებას იძლევა ნებისმიერ წარმოებაში გამოყენებული ნახმარი წყალი გაიწმინდოს ბიოლოგიურად და ხელმეორედ იქნას გამოყენებული;
- შემოთავაზებული გამწმენდი დანადგარის ექსპლუატაცია შესაძლებელია უწყვეტად, მრავალი ათეული წლის მანძილზე;
- ზემოთაღნიშნული მეთოდით გაწმენდილი წყლის ჩაშვება ბუნებრივ წყალსატევში უზრუნველყოფს თევზის რაოდენობის ზრდას;
- შესაძლებელია შეიქმნას ტიპიური გამწმენდი დანადგარი, რომელიც სიდიდითა და მწარმოებლურობით შესაძლებელია ვარირებდეს დამკვეთი ორგანიზაციის სურვილის შესაბამისად;
- შესაძლებელია გამწმენდი დანადგარების წარმოების ორგანიზაცია და მათი რეალიზაცია ადგილობრივ წარმოებებსა და ორგანიზაციებზე, უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც საჭიროებენ დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გაწმენდას;
- დანადგართან ერთად შესაძლებელია სელექციური მიკროორგანიზმებით იმობილიზებული შემვსების რეალიზაცია.