English     Русский

წყლის ზედაპირის ბიოლო გიური გაწმენდა დაღვრილი ნავთობისაგან

შემუშავებულია დაღვრილი ნავთობისაგან წყლის ზედაპირის ეფექტური ბიოლოგიური გაწმენდა. (ჩვენი შეთავაზებული შემვსების საშუალებით).

ნავთობის აპკის ზედაპირზე შემვსების სახით თავსდება მსუბუქი, ფორებიანი, პატარა ზომის ნივთიერების ნატეხები, იმობილიზებული მიკროორგანიზმებით _ ნავთობის დესტრუქტორებით. ნავთობი ავსებს შემვსების ყველა ფორებს და ამით ხდება მიკროორგანიზმების ნადავლი. შემვსებზე მიკრული ნავთობი იშლება, შემვსები კი ისევ იჟღინთება ნავთობით.

ამდენად შემვსების ყოველი ნაწილაკი მუშაობს როგორც პატარა ქარხანა _ შედეგად ვღებულობთ ნავთობის უწყვეტ დაშლას.

ექსპერიმენტის დაწყებიდან უკვე მესამე დღეს შეინიშნება ნავთობის აპკის დანაწევრება, შემდეგ კი იწყება თანდათანობით მიკროორგანიზმების მიერ ნავთობის აპკის სრული უტილიზაცია. ავიაციის გამოყენებით შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის დაღვრილი ნავთობის დამუშავება იმობილიზებული მიკროორგანიზმებით.

წყალსატევის ნავთობის აპკისაგან გაწმენდის შემდეგ სელექციური მიკროორგანიზმებით იმობილიზებული შემვსები შეიძლება აღებულ იქნას წყლის ზედაპირიდან და შემდეგ ისევე იყოს გამოყენებული მრავალჯერ.