English     Русский

დანადგარი შეიცავს სამ დამოუკიდებელ კვანძს:

დანადგარი შეიცავს სამ დამოუკიდებელ კვანძს:
  • მექანიკური კვანძი _ აქ გასაწმენდი წყალი თავისუფლდება მექანიკური მინარევებისაგან.
  • ბიოლოგიური კვანძი, რომელიც შედგება ორი ბიორეაქტორისაგან:

      а) ცილინდრული ბიორეაქტორი, რომლის შიგნით დაწყობილია შემვსები _ მინერალის ნატეხები ზომით 20_50 მმ, იმობილიზებული სელექციური მიკროორგანიზმებით. ამ ბიორეაქტორში მიმდინარეობს ჩამდინარე წყლების ანაერობული გაწმენდა და აქ წყალი ძირითადად იწმინდება;;

      б) სწორხაზოვანი ბიორეაქტორი, რომელიც წარმოადგენს მეტალისაგან დამზადებულ არხს, დაყოფილი სექციებად, რომელიც შევსებულია შემვსებით, წინასწარ იმობილიზებული სელექციური მაღალაქტიური მიკროორგანიზმებით. ამ ბიორეაქტორის პირველ ნახევარში ხდება ჩამდინარე წყლების ანაერობული გაწმენდა, მეორე ნახევარში _აერობული.

  • კვანძი ნალექის დამუშავებისათვის, სადაც გაწმენდილი წყალი თავისუფლდება ბიომასისაგან. გაწმენდილი წყლის განთავისუფლება მიკროორგანიზმების ბიომასისაგან ხდება ან სალექარში, ან ჯერ სპეციალურ მოწყობილობაში, სადაც ბიომასის მოცილება ხდება ელექტროველის მოქმედებით შემვსებზე, რომლის ადსორბციული უნარი იზრდება რამდენიმე ათეულჯერ. ელექტრული ველის გამორთვისას თავისუფლდება მიკროორგანიზმების ბიომასა პასტისებრივ მასად და იგი იოლად გამოირეცხება სითხის ნაკადით და ილექება. გაწმენდილი წყალი ნელი სიჩქარით გადის სალექარში და გამოდის გარეთ.

ელექტროენერგიის განმეორებითი ჩართვა იწვევს ბიომასის სწრაფ გამოყოფას სითხიდან და მის შეკავებას. ისევ მეორდება მთელი პროცესი.