დანადგარის მუშაობა
ჩამდინარე წყალი უწყვეტად ნელი სიჩქარით მიედინება ბიორეაქტორში. ამ დროს ხდება მიკროორგანიზმების უწყვეტი გამრავლება და შემვსების ზედაპირზე მიკროორგანიზმების საკმარისი რაოდენობის დაგროვება, ე.ი. ბაქტერიალური კომპლექსის ფორმირება, რაც აუცილებელია დაბინძურებული წყლის სრული გაწმენდისათვის.
მიკროორგანიზმების და ბიოაპკის ერთმანეთთან კონტაქტის დროს მავნე ნივთიერებები იშლება და წარმოიქმნება გარემოსათვის უვნებელი ნივთიერებები: წყალი, ნახშირორჟანგი, ბიოგაზი. გაწმენდა მიმდინარეობს 00 C _ დან 350C _ მდე.
ბიორეაქტორის მუშაობის კონტროლი ხორციელდება შემავალი და გამომავალი წყლის სინჯების აღებით.
თუ გვეცოდინება რა მწარმოებლურობის გამწმენდი დანადგარია საჭირო წარმოებისათვის, იოლად გამოვთვლით საჭირო ბიორეაქტორების მოცულობას, შემვსების საჭირო რაოდენობას და ასე შემდეგ.